Accessibility links

რუსი გენერლები მედვედევს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინ ყოყმანში სდებენ ბრალს


რუსეთი მაღალი რანგის ახლანდელი და ყოფილი სამხედრო მეთაურები ყოფილ პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს, ბრალად სდებენ, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ სამხრეთ ოსეთში საბრძოლო ოპერაციის დაწყების ბრძანების გაცემისას, მანიყოყმანა, რამაც არასაჭირო მსხვერპლი მოიტანა. ეს ბრალდება მედევედევის მიმართ გამოითქმის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა. მასში მაღალი რანგის ოფიცრები აცხადებენ, რომ მედვედევი, ამავე დროს მთავარსარდალი, ყოყმანობდა, სანამ მას მოქმედებისკენ არ უბიძგა მაშინ პრემიერმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც ოთხშაბათს, მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორჯერ დაურეკა პეკინიდან მედვედევს. პუტინმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთს აგვისტოს ომამდე ჰქონდა გეგმა სამხრეთ ოსეთში საქართველოს აგრესიის საწინააღმდეგოდ და მის ფარგლებში მიმდინარეობდა ოსი მეამბოხეების მომზადება. ”საიდუმლო არ არის, რომ გეგმა გენერალურმა შტაბმა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში შეიმუშავა და ჩემთან შეათანხმა” - განუცხადა დღეს პუტინმა ჟურნალისტებს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო სპეციალისტები საქართველოს რეგულარულ არმიასთან საბრძოლველად სამხრეთ ოსეთის მეამბოხეების მომზადებას უსარგებლოდ მიიჩნევდნენ, თუმცა, საბოლოოდ ისინი ძალიან საჭირონი აღმოჩნდნენ და რუსეთის არმიის დახმარებამდე სამი დღე-ღამის განმავლობაში სამშობლოს გმირულად იცავდნენ", თქვა პუტინმა.
დმიტრი მედვედევმა თავი იმართლა გენერლების ბრალდების გამო და ცხინვალში დღეს განაცხადა, რომ ძალის გამოყენების გადაწყვეტილება „სწორედ მაშინ მიიღო, როცა საჭიროდ ჩათვალა“. პუტინის მიერ ნახსენებ გეგმაზე ლაპარაკია დოკუმენტურ ფილმშიც და მისი შექმნელები სწორედ ამ გეგმის შეუსრულებლობას აბრალებენ მედვედევს.
XS
SM
MD
LG