Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის შიიტთა სოფელში აფეთქებამ 11 ადამიანი დახოცა


ერაყის შიიტთა სოფელში, ალ-ტამნიაში, ბაღდადის სამხრეთში, 11 ადამიანი დაიხოცა აფეთქების შედეგად. დაშავებულია 40-დე პირი. აფეთქება მოხდა სოფლის ცენტრში, სადაც ხალხი რამადანის თვეში ყოველდღიური მარხვის დასრულებას აღნიშნავდა. დღესვე, ქალაქ ბაიჯიში, უცნობმა პირმა დახვრიტა ადგილობრვი იურისტი, მისი ცოლი და ხუთი შვილი. გასულ თვეში, დაჯგუფება „ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც ალ ყაიდასთან არის კავშირში, გამოაცხადა, რომ იწყებს ახალ სამხედრო კამპანიას მთავრობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG