Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათრეთში მუსულმანურ სექტას დასდეს ბრალი ბავშვებისადმი სისასტიკეში


რუსეთის ფედერაციაში, თათრეთის რესპუბლიკაში მუსულმანური სექტის - ”კატაკომბის” 4 წევრს წაუყენეს ბრალი ბავშვებისადმი სასტიკად მოპყრობაში. ქალაქ ყაზანის ახლოს აღმოჩენილია მიწისქვეშა ბუნკერი, სადაც 70-მდე ადამიანი, მათ შორის - 27 ბავშვი ცხოვრობდა. ბავშვთაგან ზოგიერთი ამავე ბუნკერში დაიბადა და აქამდე დღის სინათლე არ ენახა. ყველაზე უმცროსი 1,5 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი - 17 წლის. ბუნკერი მდებარეობდა სექტის ლიდერის - 83 წლის ფაიზრაჰმან სატაროვის სახლის ქვეშ. სატაროვმა თავისი სახლი ”დამოუკიდებელ ისლამურ სახელმწიფოდ” გამოაცხადა. თათრეთის პოლიცია აცხადებს, რომ სატაროვის სამსართულიანი სახლი უკანონოდ აშენდა და მას დაანგრევენ. სექტა 1 აგვისტოს აღმოაჩინეს, თათრეთში რელიგიურ ლიდერებზე თავდასხმებზე საქმის გამოძიებისას. ხელისუფლების ცნობით, არ არსებობს ფაქტები, რომლებიც თავდასხმებში სექტის მონაწილეობას დაადასტურებდა.
XS
SM
MD
LG