Accessibility links

logo-print

აშშ მხარს უჭერს ბელორუსიის მიმართ შვედეთის პოზიციას


აშშ აცხადებს, რომ ”მხარს უჭერს შვედეთს”, რომელიც ბელორუსიაში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობას ცდილობს. ამ საკითხზე შვედეთისა და ბელორუსიის დაპირისპირება დიპლომატიურ დემარშამდე მივიდა. ბელორუსიამ სტოკჰოლმიდან თავისი ელჩი გაიწვია მას შემდეგ, რაც გასულ თვეში შვედმა აქტივისტებმა მცირე ზომის თვითმფრინავიდან ბელორუსიაში დემოკრატიის მხარდამჭერი წარწერებით ასობით სათამაშო დათუნია გადმოყარეს. ბელორუსიიდან გააძევეს შვედეთის ელჩი და სხვა შვედი დიპლომატები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს ”ღრმა შეშფოთება” გამოთქვა, რადგან მსგავსი მოქმედება ”მხოლოდ აღრმავებს ბელორუსიის თვითიზოლაციას”.
XS
SM
MD
LG