Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ცნობები არასრულწლოვანთა მე-11 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ


არასრულწლოვანთა მე-11 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ იუწყება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. მისი განცხადებით, ”8 აგვისტოს ზოგიერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ინსპირირებულ იქნა დადგენილი დღის წესრიგის უხეში დარღვევა, რამაც ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილის დაზიანება გამოიწვია.” სამინისტრო აღნიშნავს, რომ დისციპლინის უზრუნველყოფისა და შემდგომი დარღვევების თავიდან ასაცილებლად არასრულწლოვანი მსჯავრდებულები განაწილდნენ სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში. სამინისტროს ცნობით, ინციდენტისას არცერთი მსჯავრდებული არ დაშავებულა, მომხდარის გამო კი აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. არასრულწლოვანი პატიმრების მშობლებმა, რომლებიც მე-11 დაწესებულებაში დღეს ამანათების მისატანად მივიდნენ, 8 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი ადმინისტრაციისგან შეიტყვეს, თუმცა მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია - ამის შესახებ მსჯავრდებულთა მშობლებმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადეს. მათ აცნობეს, რომ არასრულწლოვანი პატიმრების ნაწილი რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG