Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში პოლიციასა და შეიარაღებულ რაზმებს შორის კვლავ შეტაკება მოხდა


ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ კვლავ მოხდა შეტაკება, სავარაუდოდ, ისლამისტ შეიარაღებულ პირებს და უშიშროების ძალებს შორის ეგვიპტის სინას ნახევარკუნძულზე. სახელმწიფო, „ნილოსის ტელევიზია“ იუწყებოდა შეტაკებების შესახებ პოლიციის შენობასთან, სინას ქალაქ ალ-არიშიდან. შეტაკებები მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ეგვიპტის ავიაციამ ცეცხლი დაუშინა შეიარაღებულ პირებს და 20 მათგანი დახოცა მეზობელ სოფელში. საჰაერო იერიში პირველია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ის მოჰყვა ეგვიპტის 16 ჯარისკაცის დახოცვას შეირაღებული პირების მიერ. ეგვიპტის პრეზიდენტმა, მოჰამად მურსიმ, კვირის ამ ინციდენტის შემდეგ, თანამდებობიდან მოხსნა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის უფროსი და ჩრდილოეთ სინას პროვინციის გუბერნატორი.
XS
SM
MD
LG