Accessibility links

logo-print

საქართველოს უფლებადამცველებს ორგანიზაცია ”უფლებადამცველთა გაერთიანებაც” შეემატა


9 აგვისტოს თბილისში, ”კავკასიურ სახლში”, ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის, ”უფლებადამცველთა გაერთიანების” პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაცია ”საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წევრებმა დააფუძნეს და მას უხელმძღვანელებს ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც აქამდე ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრში” მოღვაწეობდა. ახალი უფლებადამცველი ორგანიზაცია, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას შესთავაზებს, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არაერთი ”რევოლუციური” საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართავს საქართველოს პარლამენტს. ორგანიზაციის მიზნებსა და გეგმებზე რადიო თავისუფლება მის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ მჟავანაძეს ესაუბრა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG