Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნების” იურისტები უკანონოდ მიიჩნევენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნას


კოალიცია ”ქართული ოცნების” იურისტები უკანონოდ მიიჩნევენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა და კახა კალაძემ პირადი საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხა ამავე ანგარიშებზე უნდა დააბრუნონ. აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 8 აგვისტოს საღამოს განაცხადა, რომ პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ბიძინა ივანიშვილმა 5 მილიონზე მეტი, ხოლო კახა კალაძემ 3 მილიონ ლარზე მეტი დანიშნულების მითითების გარეშე წლის განმავლობაში გაიტანეს პირადი საბანკო ანგარიშებიდან. ამავე სამსახურის განცხადებით, კანონმდებლობასთან მილიონობით ლარის ხარჯვის შესაბამისობის ფაქტის დასადასტურებლად ივანიშვილს და კალაძეს წერილობით შესთავაზეს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციის წარდგენა ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც მათ დაუსაბუთებელი უარი თქვეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს და კახა კალაძეს მიეცა წინადადება, თანხები პირად ანგარიშებზე დააბრუნონ.
XS
SM
MD
LG