Accessibility links

ადვოკატის ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური კვლავ გასცდა უფლებამოსილებას


”ქართული ოცნების” ლიდერის ადვოკატის ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური კვლავ გასცდა უფლებამოსილებას და ამასთან, არ არსებობს კანონი, რომელიც პირს პირადი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანას უკრძალავს. ბარამიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ წლის განმავლობაში გატანილი თანხა ოჯახის მიმდინარე ხარჯების დასაფარად იყო განკუთვნილი. კახა კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ კი, სააგენტო "პირWელს" აცნობა, რომ კალაძეს უარი არ უთქვამს აუდიტის სამსახურის მოთხოვნაზე, წარედგინა ინფორმაცია საკუთარი ანგარიშიდან გატანილი თანხით გაწეული ხარჯების შესახებ და მონაცემებს მას შემდეგ მიაწვდის, რაც აუდიტის სამსახური მოთხოვნას რომელიმე კანონის კონკრეტული მუხლით დაასაბუთებს. ”აუდიტის სამსახურმა მოთხოვნა 2 აგვისტოს გამოგვიგზავნა, 3 აგვისტოს კი დასაბუთებისთვის წერილობით მივმართეთ, რაც არ გააკეთა" - განაცხადა თადუმაძემ.
XS
SM
MD
LG