Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე: ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს


”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციისა და მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც სჯერა, რომ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ან კოალიციას შესწევს უნარი არჩევნებში დაამარცხოს არსებული რეჟიმი. ბურჯანაძის თქმით, "დემოკრატიული მოძრაობა" ანგარიშს უწევს საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას და ამ ეტაპზე უარს ამბობს პოლიტიკურ ამბიციებზე, რათა ხელი არ შეუწყოს ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთისთვის ხმების წართმევას. ნინო ბურჯანაძის განმარტებით, გადაწყვეტილება არ გულისხმობს არჩევნების ბოიკოტს და დემოკრატიული მოძრაობის მიერ ბრძოლის შეწყვეტას. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არსად წასვლას არ აპირებს და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას არ დაუშვებს.
XS
SM
MD
LG