Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" სპიკერად წარდგენილია დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი


"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა პარტიის სპიკერად დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი წარადგინა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მაჭავარიანმა, თაქთაქიშვილი საზოგადოებამდე და მედიამდე მიიტანს ყველა იმ მოსაზრებას, რომელიც საარჩევნო კამპანიის პერიოდში იქნება აქტუალური. თავად ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართა პარტიის ახალი ვებსაიტის პრეზენტაცია და განაცხადა, რომ მისი მეშვეობით საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლება.
XS
SM
MD
LG