Accessibility links

logo-print

კოალიციამ "არჩევნის თავისუფლებისთვის" უწყებათაშორის კომისიას გადასცა პოლიციელის მეხსიერების ბარათი


კოალიციამ "არჩევნის თავისუფლებისთვის" უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას გადასცა პოლიციელის მეხსიერების ბარათი, რომელიც ერთი კვირის წინ მოიპოვა. კოალიციის ცნობით, მეხსიერების ბარათზე ჩაწერილია ლანჩხუთის რაიონის სოფლების, აცანისა და ჯურუყვეთის მოსახლოების პოლიტიკური განწყობა და დასაქმებულთა და ბიზნესმენთა სიები და პირადი მონაცემები. კოალიციის წარმომადგენელმა ია მამალაძემ დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ მეხსიერების ბარათზე განთავსებულია ძებნილების მონაცემებიც და პირადი ნომრები. მამალაძის თქმით, კოალიციას ბარათის წარმომავლობაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ საზოგადოების მხრიდან რომ მეტი ნდობა ყოფილიყო და მტკიცებულებად ჩათვლილიყო, საჭიროდ მიიჩიეს საზოგადოებრივი კომისიის შექმნა.
XS
SM
MD
LG