Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პოლიციამ ორ ბოშურ ბანაკში რეიდი მოაწყო


საფრანგეთის პოლიციამ რეიდები მოაწყო ბოშათა ორ ბანაკში, ქალაქ ლილის მახლობლად. ქვეყნიდან გააძევეს 200- მდე ადამიანი. იუწყებიან, რომ მათ ნებაყოფლობით გამოთქვეს მზადყოფნა, წავიდნენ რუმინეთში, რის შემდეგაც ისინი ჩასვეს თვითმფრინავში და გაისტუმრეს ბუქარესტში. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მანუელ ვალსის თანახმად, პოლიცია კანონის ფარგლებში და სანიტარულ-ჰიგიენური მოსაზრებით მოქმედებდა. ამ კვირის დასაწყისში, პარიზსა და ლიონში მოწყობილი რეილდების დროს, ბოშათა კარვების ბანაკებიდან გაასახლეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ასეულობით მოქალაქე, რომლებსაც არ ჰქონდათ საბუთები. ორი წლის წინ, სარკოზის პრეზიდენტობის დროს, ასეთივე რეიდები საფრანგეთის მთავრობის მიმართ მძაფრ კრიტიკას იწვევდა.
XS
SM
MD
LG