Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაყადაღებულია „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტისა და 8 თანამშრომლის ანგარიშები


კოალიცია "ქართული ოცნების" შემომწირველების - "ბანკ ქართუს" 8 თანამშრომლის, მათ შორის ბანკის პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის ანგარიშები და პირადი ქონება დაყადაღებულია. ბანკის შენობაში გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე ნოდარ ჯავახიშვილმა გადაწყვეტილებას უპრეცედენტო და პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა. მისივე თქმით, გუშინ იმყოფებოდა აუდიტის სამსახურში და წარადგინა დოკუმენტაცია, რომ ბანკის დროებითი მმართველობიდან გათავისუფლების კომპენსაცია – 17 ათასი ლარი შეიტანა "ქართული ოცნების" ანგარიშზე. "ამის დამადასტურებელი დოკუმენტი დროებითი მმართველის - ვლადიმერ უგულავას ხელმოწერით წარვადგინე აუდიტის სამსახურში და რა არის აქ დაუსაბუთებელი, ჩემთვის გაუგებარია", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი. მისივე თქმით, ბანკის თანამშრომლებმაც პარტიას კომპენსაციის თანხები შეწირეს.
ამასთან, ჯავახიშვილის განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით, 10 აგვისტოს სასამართლო სხდომა გაიმართება და მას და ბანკის 8 თანამშრომელს ხუთმაგი ოდენობით თანხით დაჯარიმდება .
XS
SM
MD
LG