Accessibility links

ლიბიაში ასამბლეის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს


ლიბიის ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარედ აირჩიეს მუჰამედ მაღარიფი - ზომიერი ისლამისტური პარტია ”ნაციონალური ფრონტის” ლიდერი. ასამბლეას ლიბიაში სრული ძალაუფლება აქვს. კენჭისყრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ხმის მიცემამდე ერთი დღით ადრე ასამბლეას ძალაუფლება გადააბარა ნაციონალურმა გარდამავალმა საბჭომ, რომელიც ლიბიას მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ მართავდა. მაღარიფი, ამგვარად, ქვეყნის ფორმალური ხელისუფალი გახდა.
XS
SM
MD
LG