Accessibility links

logo-print

თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 პირი დააჯარიმა


თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" გადარიცხული თანხების ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა 16 პირი, რომელთა შემოწირულობა უკანონოდ მიიჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო ბანკ "ქართუს" 8 თანამშრომელს, მათ შორის ბანკის პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილს. დანარჩენი 8 დაჯარიმებული კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელია. დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქალაქო სასამართლოს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG