Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ის სამი ჯარისკაცი მოკლეს


ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკის შეერთებული შტატების სამი ჯარისკაცი მოკლა მამაკაცმა, რომელსაც ავღანეთის ჯარის ფორმა ეცვა. ნატოს ეგიდით მოქმედმა საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტმა დღეს განაცხადა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, თავდამსხმელი მართლაც ავღანეთის სამხედრო იყო თუ გადაცმული თალიბი. ჯერჯერობით არ მოიპოვება ცნობა იმის თაობაზე, თავდამსხმელი მოკლეს, შეიპყრეს, თუ გაიქცა. ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მოკლულთაგან ყველა სპეცდანიშნულების ჯარების წარმომადგენელი იყო. ისინი მოკლულ იქნენ, როცა ხუთშაბათს შეხვედრას ესწრებოდნენ სანგინის ოლქში. შემთხვევებმა, როცა ავღანეთის პოლიციელები ან ჯარისკაცები იარაღს აღმართავენ საერთაშორისო კონტინგენტის სამხედროთა წინააღმდეგ, ზარალი მიაყენა მოკავშირეებს შორის ნდობას მაშინ, როცა ნატოს საბრძოლო ქვედანაყოფები ავღანეთის ჯარისთვის 2014 წელს კონტროლის გადასაცემად ემზადებიან. ნატოს თანახმად, იანვრიდან მოკიდებული, 24 ასეთი თავდასხმა მოხდა საერთაშორისო კონტინგენტზე. დაიღუპა 28 ადამიანი.
XS
SM
MD
LG