Accessibility links

logo-print

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს


ლონდონის ოლიმპიადის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირში ბრწყინვალედ ასპარეზობს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ-მდე წონითი კატეგორია). ნახევარფინალში 21 წლის გორელმა ფალავანმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა იაპონელი შინიჩი იუმოტო და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის შერკინებაში ხინჩეგაშვილის მეტოქე იქნება რუსეთის წარმომადგენელი ჯამალ ოტარსულტანოვი. კარგად დაიწყო ტურნირი 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ხუციშვილმაც, რომელმაც პირველ ორ წრეში დაამარცხა უნურბატ პურევჯავი (მონგოლეთი) და აუგუსტო მიდანა (გვინეა ბისაუ). მაგრამ მეოთხედფინალში 21 წლის საგარეჯოელი მოჭიდავე დამარცხდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, რუსეთის სახელით მოასპარეზე გუდაუთელ დენის ცარგუშთან. ნახევარფინალში თავად ცარგუშმაც დათმო შერკინება ამერიკელ ჯორდან ერნესტ ბაროუზსთან, რის შემდეგაც ხუციშვილმა დაკარგა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი.
XS
SM
MD
LG