Accessibility links

logo-print

აშშ-ს დაგეგმილი აქვს ახალი სანქციები დაუწესოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს


ამერიკის ხელისუფლების ცნობით, შეერთებულ შტატებს დაგეგმილი აქვს ახალი სანქციები დაუწესოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმსა და მის მხარდამჭერებს. შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა, რომლებიც სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს ახლავან თან აფრიკაში ტურნეზე, თქვეს, რომ ახალი სანქციები, რომელთა მიზანია ასადის გადაყენება, გარდაუვალია. პარასკევს გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-მა, სამხედრო გაერთიანება "ჰიზბოლა", რომელსაც ირანი ეხმარება, შეიყვანა იმ ორგანიზაციების სიაში, რომლებსაც სანქციები აქვთ დაწესებული სირიის რეჟიმთან კავშირის გამო. როგორც ვარაუდობენ, სანქციების მიზანია შეავსოს არსებული ზომები, რომლებიც მიმართულია ასადის უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ - მათ შორის ირანელი პირებისა და ორგანიზაციებისა, რომლებიც სირიის რეჟიმს დახმარებას უწევენ. შაბათს კლინტონი სტამბოლში მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში, რომელზეც განიხილავენ ასადის შემდგომ სირიაში გარდამავალი პერიოდის საკითხებს.
XS
SM
MD
LG