Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ბელორუსიას ახალი სანქციები შეიძლება დაუწესოს


პარასკევს ბრიუსელში გაიმართა ევროპის კავშირის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც ბელორუსიის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ მინსკს მალე შეიძლება ახალი სანქციები დაუწესდეს. შეხვედრა შედგა მას მერე, რაც გასულ კვირაში ბელორუსიამ შვედეთის ელჩი გააძევა „ადამიანის უფლებების გადაჭარბებული მხარდაჭერისთვის.“ თუმცა გამოთქვამენ ეჭვს, რომ გაძევების მიზეზია ივლისის დამდეგს გამართული აქცია, რომლის დროსაც მინსკში თვითმფრინავებიდან ჩამოყარეს სათამაშო დათვები სიტყვის თავისუფლების მოწოდებების შემცველი ლოზუნგებით. თვითმფრინავები შვედეთიდან მოფრინავდნენ.
XS
SM
MD
LG