Accessibility links

logo-print

მიტ რომნიმ კონგრესმენი პოლ რაიანი დაასახელა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, მიტ რომნიმ კონგრესმენი პოლ რაიანი დაასახელა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. რომნის საარჩევნო გუნდმა ამის შესახებ განცხადება შაბათს გააკეთა და დაადასტურა ფართოდ გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ რომნიმ შეარჩია 42 წლის ვისკონსინელი კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. ეს ცნობა გავრცელდა ავტობუსით ოთხდღიანი ტურნეს დაწყების წინ, რომლის განმავლობაშიც მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი იმოგზაურებს საკვანძო მნიშვნელობის შტატებში - ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ფლორიდასა და ოჰაიოში.
XS
SM
MD
LG