Accessibility links

logo-print

იემენში ციხიდან გაქცევის მცდელობისას მოკლულია „ალ-ყაიდის“ წევრი


იემენის სამხრეთში ციხიდან გაქცევის მცდელობისას მოკლულია პატიმარი, რომელიც „ალ-ყაიდის“ წევრი იყო. მან გაქცევა სცადა ქალაქ ჯაარის ციხიდან. ეს ქალაქი ე.წ. წინააღმდეგობის სახალხო კომიტეტების კონტროლს ექვემდებარება. როგორც პროსამთავრობო ფორმირებების წარმომადგენელმა განაცხადა დღეს, ჩხრეკის დროს ჯაარის ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს ბომბების დასამზადებელი ლაბორატორია. ამოღებულია დიდი რაოდენობის ქამრები ასაფეთქებელი მოწყობილობებით.
XS
SM
MD
LG