Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა მოჭიდავეებმა ლონდონში პირველი შერკინებები მოიგეს


ლონდონის ოლიმპიადის თავისუფალ მოჭიდავეთა ტურნირზე დღეს მედლები გათამაშდება სამ წონით კატეგორიაში. ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო საქართველოს სამივე წარმომადგენელმა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ზუგდიდელმა მალხაზ ზარქუამ დამაჯერებლად მოუგო უკრაინელ ვასილ ფედორიშინს, 84 კგ-მდე წონით კატეგორიაში ყაზბეგელმა დავით მარსაგიშვილმა ასევე იოლად აჯობა მონგოლ უიტუმენ ორგოდოლს, ხოლო მძიმეწონოსანთა ტურნირში (120 კგ-მდე) თბილისელმა დავით მოძმანაშვილმა აშკარა უპირატესობით სძლია მექსიკელ ხესე ლუის ფლორესს. ამ გამარჯვებების შედეგად სამივე ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
XS
SM
MD
LG