Accessibility links

logo-print

სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 20 243 827 ლარით დააჯარიმა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი ადმინისტრაციულ სამართალარღვევაში ცნო დამნაშავდე და უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, ივანიშვილმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხა ნაღდი ფულის სახით "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობისთვის გამოიყენა სხვადასხვა პირების გამოყენებით. პარასკევს მსგავსი დარღვევისთვის დააჯარიმეს კლუბ „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ წევრი და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი.
XS
SM
MD
LG