Accessibility links

logo-print

მოძმანაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს


ლონდონის ოლიმპიადის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე ფინალის საგზური მოიპოვა 120 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით მოძმანაშვილმა. მან ზედიზედ დაამარცხა მექსიკელი ხესე ლუის ფლორესი, ყაზახი დაულეტ შაბანბაი და რუსეთის ნაკრების წევრი ბილიალ მახოვი. საღამოს 25 წლის თბილისელი ფალავანი ოქროს მედლისთვის შერკინებაში შეხვდება უზბეკეთის წარმამადგენელს არტურ ტაიმაზოვს. ზუგდიდელმა მალხაზ ზარქუამ (60 კგ-მდე წონითი კატეგორია) და ყაზბეგელმა დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) პირველი შერკინებები მოიგეს, მაგრამ მეოთხედფინალში იოლად დათმეს თავიანთი ორთაბრძოლები - ზარქუამ ამერიკელ კოულმენ სკოტთან, ხოლო მარსაგიშვილმა - პუერტორიკოელ ხაიმე იუსეპტ ესპინალთან. მოგვიანებით ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, რაც საშუალებას აძლევს დავით მარსაგიშვილს, დღეს საღამოს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლოს. მალხაზ ზარქუა კი ასპარეზობას გამოეთიშა.
XS
SM
MD
LG