Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მიწისძვრის შედეგად სულ ცოტა 80 ადამიანი დაიღუპა


ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ შაბათს ჩრდილო-დასავლეთ ირანში ორი მძლავრი მიწისძვრის შედეგად სულ ცოტა 80 ადამიანი დაიღუპა. ირანის საგანგებო ვითარებათა სამსახურის ხელმძღვანელმა ღოლამრეზა მასუმიმ მიწისძვრიდან ცოტა ხნის შემდეგ განაცხადა, რომ, რეგიონიდან მოსული ცნობების თანახმად, დაღუპულია 40-50 ადამიანი. ტელევიზიის ცნობით, ამ მომენტისთვის მსხვერპლის რიცხვმა 80-ზე მეტს შეიძლება მიაღწია.
XS
SM
MD
LG