Accessibility links

logo-print

დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ლონდონის ოლიმპიადაზე


ლონდონის ოლიმპიადის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე 120 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ქართველმა სპორტსმენმა დავით მოძმანაშვილმა. მან ზედიზედ დაამარცხა მექსიკელი ხესე ლუის ფლორესი, ყაზახი დაულეტ შაბანბაი და რუსეთის ნაკრების წევრი ბილიალ მახოვი. ოქროს მედლისთვის შერკინებაში კი 25 წლის თბილისელი ფალავანი ფინალში დამარცხდა უზბეკეთის წარმამადგენელთან, არტურ ტაიმაზოვთან. დღესვე ყაზბეგელმა დავით მარსაგიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 84 კგ-ის წონით კატეგორიაში. ზუგდიდელმა მალხაზ ზარქუამ (60 კგ-მდე წონითი კატეგორია) პირველი შერკინებები მოიგო, მაგრამ მეოთხედფინალში იოლად დათმო ორთაბრძოლა.
XS
SM
MD
LG