Accessibility links

სინას ნახევარკუნძულზე ეგვიპტის არმიასა და შეიარაღებულ ისლამისტებს შორის შეტაკებაში 7 ადამიანი დაიღუპა


დღეს სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ეგვიპტის არმიასა და შეიარაღებულ ისლამისტებს შორის შეტაკებაში მოკლულ იქნა შვიდი ადამიანი, სავარაუდოდ მეამბოხეები. მოიერიშეები ერთ-ერთ სოფელს აფარებდნენ თავს ქალაქ ალ-არიშის მახლობლად. ეგვიპტემ შეიარაღებული ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას მერე, რაც ახლახან სინას ნახევარკუნძულზე 16 მესაზღვრე დაიღუპა. ამ რეგიონში მეამბოხეები საგრძნობლად გააქტიურდნენ, ისარგებლეს რა გასული წლის თებერვალში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარებით.
XS
SM
MD
LG