Accessibility links

logo-print

ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი დაითხოვა


ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ კვირას დაითხოვა თავდაცვის მინისტრი, ქვეყნის უზენაესი სამხედრო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფელდმარშალი ჰუსეინ ტანტაუი და გენშტაბის უფროსი სამი ენანი. ტანტაუი და ენანი, რომლებიც ფაქტობრივად მართავდნენ ქვეყანას ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების შემდგომ პერიოდში, პრეზიდენტის მრჩევლებად დაინიშნენ. ამავე დროს მურსიმ გააუქმა კონსტიტუციაში ახლახან შესული შესწორებები, რომლებიც მის უფლებამოსილებებს ზღუდავს. მოჰამედ მურსი, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ივნისში დაიკავა, ისლამური მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ წარმომადგენლად ითვლება. ამ ორგანიზაციასა და სამხედროებს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობაა. დასავლეთის სააგენტოების თანახმად, ჯერჯერობით არ არის ნათელი, როგორი იქნება ტანტაუის რეაქცია.
XS
SM
MD
LG