Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გოგშელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა


დღეს, ლონდონის ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშების დასკვნით დღეს, საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირში (96 კგ-მდე წონითი კატეგორია) გიორგი გოგშელიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დაამარცხა უზბეკი ყურბან ყურბანოვი. ნახევარფინალში 32 წლის გორელმა ფალავანმა დაძაბულ პაექრობაში დათმო ამერიკელ ჯეიკობ სტივენ ვარნერთან, ხოლო მანამდე სძლია ეგვიპტელ სალეჰ ემარასა და მოლდაველ ნიკოლაი ჩებანს. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოთარ თუშიშვილმა თავისი პირველივე შეხვედრა წააგო უზბეკ იხტიორ ნავრუზოვთან და შეჯიბრებას გამოეთიშა.
XS
SM
MD
LG