Accessibility links

logo-print

ეგვიპტის პრეზიდენტმა განმარტა საკადრო გადაწყვეტილება


ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ განაცხადა, რომ მის მიერ ორი გენერლის თანამდებობებიდან გათავისუფლება ”ქვეყნის კეთილდღეობისთვის” გადადგმული ნაბიჯია. ეგვიპტის პრეზიდენტმა კვირას დაითხოვა თავდაცვის მინისტრი, ქვეყნის უზენაესი სამხედრო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფელდმარშალი ჰუსეინ ტანტავი და გენშტაბის უფროსი სამი ანანი. ტანტავი და ანანი, რომლებიც ფაქტობრივად მართავდნენ ქვეყანას ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების შემდგომ პერიოდში, პრეზიდენტის მრჩევლებად დაინიშნენ. ამავე დროს მურსიმ გააუქმა კონსტიტუციაში ახლახან შესული შესწორებები, რომლებიც მის უფლებამოსილებებს ზღუდავს. პრეზიდენტმა მურსიმ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეაქო შეიარაღებული ძალები და განაცხადა, რომ ეგვიპტის არმია ამიერიდან ფოკუსირებული იქნება მის ”უზენაეს მისიაზე - ქვეყნის დაცვაზე”.
XS
SM
MD
LG