Accessibility links

logo-print

ნაციონალურმა მოძრაობამ დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც თბილისში იყრიან კენჭს


ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც 1 ოქტომბერს თბილისში იყრიან კენჭს. ვაკის საარჩევნო ოლქის კანდიდატი იქნება გიორგი კარბელაშვილი, მთაწმინდის – არჩილ გეგენავა, კრწანისის – დავით საყვარელიძე, გლდანის – ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ნაძალადევის – მერაბ სამადაშვილი, ჩუღურეთის – ანდრო ალავიძე, ისნის – გიორგი ვაშაძე, სამგორის – მიხეილ მაჭავარიანი, საბურთალოს – ანდრია ურუშაძე და დიდუბის – გიორგი ჩაჩანიძე. მათ წარმატებაში დარწმუნებულია პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელმაც პარტიის კანდიდატები დღეს ოფიციალურად წარადგინა თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად. ბაქრაძის განცხადებით, გუნდი დაკომპლექტებულია წარმატებული და კომპეტენტური ადამიანებით, რომლებსაც კარგად ესმით თბილისელების პრობლემა, უყვართ თბილისი და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ ქალაქის წარმატებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მთავარი ამოცანაა, მოსახლეობის დასახმარებლად დეტალურად იცოდნენ, თუ რა პრობლემაა კონკრეტული უბნების ყველა ჩიხში და ”ხალხმა იგრძნოს მეტი სარგებელი.”
XS
SM
MD
LG