Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მერია: თუ "ქართული ოცნება" აქციას ჟიული შარტავას მოედანზე გამართავს, პასუხისმგებლობა მის ორგანიზატორებს დაეკისრებათ


თუ 19 აგვისტოს, კოალიცია "ქართული ოცნება" აქციას ჟიული შარტავას მოედანზე გამართავს, პასუხისმგებლობა მის ორგანიზატორებს დაეკისრებათ - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა რუსთავის მერიის პრესსსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო კორძაიამ. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" აქციის გასამართად მერია ჟიული შარტავას მოედნის ნაცვლად სავარაუდოდ შესთავაზებს მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციული შენობის წინ არსებულ მოედანს. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, შარტავას მოედანზე აქციის გამართვის გამაფრთხილებელი წერილის შეტანა კოალიციის წარმომადგენლებმა 11 აგვისტოს სცადეს, თუმცა, ეს უქმე დღე იყო და წერილის მიღება ვერ მოხერხდა. კორძაიას თქმით, სწორედ წერილის მიღების შემთხვევაში შესთავაზებს რუსთავის მერია ”ქართულ ოცნებას” ალტერნატიულ ტერიტორიად მეტალურგიულ ქარხანასთან მდებარე მოედანს.
XS
SM
MD
LG