Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირებას მოჩვენებითს უწოდებს საქართველოს ლეიბორისტული პარტია


მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებას მოჩვენებითს უწოდებს საქართველოს ლეიბორისტული პარტია. მისმა პოლიტიკურმა მდივანმა კახა ძაგანიამ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ივანიშვილი სააკაშვილს ჩუქნიდა არა მხოლოდ მილიარდებს, არამედ არჩევნებში საკუთარი სოფლის მცხოვრებთა 100%-იან მხარდაჭერასაც. ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს და ”ქართული ოცნების” ლიდერს ოქტომბრის არჩევნების შემდეგად ისეთივე კარგი ურთიერთობა ექნებათ, როგორც დღეს აქვთ.
XS
SM
MD
LG