Accessibility links

logo-print

დავით გამყრელიძემ პარტიის საარჩევნო პროგრამის და სლოგანის პრეზენტაცია გამართა


"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ გამართა პრეზენტაცია პარტიის საარჩევნო პროგრამის და სლოგანისა, "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად." გამყრელიძის განმარტებით, შეძლებული ოჯახი ნიშნავს თვეში მინიმუმ 1000-ლარიან შემოსავალს, ოჯახის თითოეული წევრისთვის გარანტირებულ სამედიცინო მომსახურებას, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას და ადეკვატურ პენსიას. ”ახლების” ლიდერის თქმით, ამის მიღწევას პარტია აპირებს სტაბილური და უსაფრთხო სახელმწიფოს შექმნით, ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებით და თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დამყარებული საბაზრო ეკონომიკის განვითარებით. ”ახლები,” რომელთა საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის განვითარებაა, ანალოგიური შინაარსის პროგრამების მქონე პარტიებს დისკუსიებისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG