Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ანგარიშის თანახმად, პოლიციას ბრეივიკის შეჩერება უფრო სწრაფად შეეძლო


დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც ნორვეგიის სამართალდამცავების მხრიდან 2011 წლის ივლისში მომხდარ თავდასხმებზე პასუხს შეისწავლის, დაასკვნა, რომ პოლიციას შეეძლო უფრო სწრაფი რეაგირება და თავდამსხმელის, ანდერს ბრეივიკის უფრო მალე დაპატიმრება. თავდასხმებს 77 ადამიანი ემსხვერპლა. ბრეივიკმა აღიარა ოსლოს ცენტრში ბომბის აფეთქება - რასაც 8 ადამიანი შეეწირა - და შემდეგ 69 ადამიანის დახოცვა კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში. ბრეივიკის განცხადებით, მან თავდასხმები იმ მიზნით მოაწყო, რომ არ დაეშვა მუსულმანების მხრიდან ნორვეგიის დაპყრობა. ბრეივიკს განაჩენს მიმდინარე თვეში გამოუტანენ. მას შესაძლოა ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯონ, ან გაძლიერებულად დაცულ ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსონ. კუნძულ უტოიაზე დახოცილებს შორის საქართველოს მოქალაქეც იყო - 23 წლის თამთა ლიპარტელიანი.
XS
SM
MD
LG