Accessibility links

ეგვიპტის პრეზიდენტი ასახელებს გენერლების მოხსნის მიზეზებს


ეგვიპტის პრეზიდენტმა, მუჰამედ მურსიმ განაცხადა, რომ მის მიერ ორი გენერლის თანამდებობებიდან გათავისუფლება ”ქვეყნის კეთილდღეობისთვის” გადადგმული ნაბიჯია. ეგვიპტის პრეზიდენტმა კვირას დაითხოვა ქვეყნის უზენაესი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი, ფელდმარშალი ჰუსეინ ტანტავი და გენშტაბის უფროსი სამი ანანი. მურსის თქმით, ამიერიდან ისინი „ერის დაცვის წმინდა მისიის“ შესრულებაზე იმუშავებენ. მურსიმ ასევე გააუქმა კონსტიტუციაში ახლახან შესული შესწორებები, რომლებიც მის უფლებამოსილებებს ზღუდავდა: „[მივმართავ] დამსწრე საზოგადოებას და პატივცემულ ეგვიპტელ ხალხს - ჩემს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებების სამიზნე არ ყოფილან კონკრეტული პიროვნებები. არც გარკვეული ინსტიტუციების დისკრედიტაცა მქონდა მიზნად. ჩემი მიზანი ვერც მათი თავისუფლების შეზღუდვა იქნებოდა, ვისაც ეს თავისუფლება ღმერთისგან აქვთ მინიჭებული“ - განაცხადა მურსიმ. ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის ამბოხების შედეგად დამხობის შემდეგ ქვეყნის დროებითი მმართველი ტანტავი იყო. მორსი - რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ივნისში აირჩიეს - მუსულმანთა საძმოს წევრია. ამ საძმოსა და სამხედრო სტრუქტურებს შორის კავშირები მუბარაქის დამხობის შემდეგ დაძაბული რჩება.
XS
SM
MD
LG