Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში პირველად მიანიჭეს გენერლის წოდება ღიად ჰომოსექსუალ ქალს


აშშ-ში გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა ქალს, რომელიც არ მალავს თავის ჰომოსექსუალურ ორიენტაციას. 49 წლის ტემი სმიტმა ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო. 11 აგვისტოს, ვაშინგტონში გამართულ ცერემონიაზე, სმიტის მუნდირს გენერლის ვარსკვლავი მიამაგრმ მისმა ცოლმა, ტრეისი ჰეპნერმა. წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა შარშან, კოლუმბიის ფედერალურ ოლქში, სადაც ერთი სქესის პირთა ქორწინება 2008 წლიდანი არის დაშვებული. პოლკოვნიკის რანგში სმიტი ავღანეთში მსახურობდა 2010-1011 წლებში. აშშ-ის არმიაში შარშან გაუქმდა პოლიტიკა, რომელიც ჰომოსექსუალებს ორიენტაციის დამალვას აიძულებდა.
XS
SM
MD
LG