Accessibility links

logo-print

რომის პაპის ყოფილ კამერდინერს გაასამართლებენ


რომის პაპის, ბენედიქტე 16-ის ყოფილ კამერდინერს და წმინდა საყდრის კიდევ ერთ თანამშრომელს გაასამართლებენ ბრალდებით, რომ ვატიკანის კანცელარიიდან დოკუმენტები გაიტანეს და მესამე პირს გადასცეს. როგორც ორშაბათს ვატიკანის წარმომადგენელმა, ფედერიკო ლომბარდიმ განაცხადა, წინასწარი გამოძიება გრძელდება, თუმცა პაოლო გაბრიელეს და მისი სავარაუდო თანამზრახველს, პროგრამისტ კლაუდიო შარპელეტის, უკვე წაუყენეს ბრალდება. ლომბარდის თქმით, პაპის ყოფილი კამერდინერის ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს პაპის სახელზე გაცემული ასი ათასი ევროს ოდენობის საბანკო ჩეკი. გაბრიელეს, რომელიც ახლა შინა პატიმრობაშია, ექვსწლიანი ციხე ემუქრება თუ ბრალდება დაუმტკიცდა. პაპის სახელზე გაგზავნილი დოკუმენტები და წერილები, რომლებიც სავრაუდოდ გაიტაცა გაბრიელემ და რომლებიც პრესის ხელში მოხვდა, ადასტურებს კორუპციის და ხელისუფლებისთვის ბრძოლის შესაძლებელ ფაქტებს ვატიკანის მაღალ იერარქიაში.
XS
SM
MD
LG