Accessibility links

logo-print

ომბუდსმენი მესაკუთრისთვის ქონების დაყადაღების გასაჩივრების უფლების მინიჭებას ითხოვს


სახალხო დამცველი პარლამენტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელების რეკომენდაციით მიმართავს . როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, ცვლილებებით მესაკუთრეს საშუალება უნდა მიეცეს, სასამართლოში გაასაჩივროს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოყენებული ყადაღა. სახალხო დამცველის განცხადებაში ნათვამია, რომ საქმეთა განხილვისას გამოიკვეთა, რომ როგორც ნივთების, ასევე საბანკო ანგარიშების დაყადაღება შეეხებოდა იმ პირთა ქონებას, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებისას მხარეს არ წარმოადგენდნენ, არ იყვნენ ბრალდებულნი.
XS
SM
MD
LG