Accessibility links

logo-print

ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან ცეცხლი გაუხსნეს საგუშაგოს


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, კუნარის პროვინციაში, პაკისტანის საზღვართან მდებარე ბლოკ-საგუშაგოს პაკისტანის ტერიტორიიდან გაუხსნეს ცეცხლი საარტილერიო დანადგარებიდან და ნაღმსატყორცნებიდან. ავღანელებმა ცეცხლს ცეცხლითვე უპასუხეს. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორსაათიანი ორმხრივი სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბოლო თვეებში ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. ქაბული ამტკიცებს, რომ პაკისტანის უშიშროების ძალებმა არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი ავღანეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებს.
XS
SM
MD
LG