Accessibility links

logo-print

„ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს


დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, დახურულ შეხვედრაზე განიხილეს კოალიციის წარმომადგენელთა დევნის ფაქტები და არჩევნების წინ შექმნილი ვითარება. ალასანიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ უცხოელ დიპლომატებს გააცნეს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დარღვევების კონკრეტული ფაქტები და კოალიციის ლიდერთა და მხარდამჭერთა უკანონოდ დაჯარიმების დამადასტურებელი დოკუმენტები. ალასანიამ აღნიშნა, რომ კოალიცია დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ელის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე სწორსა და ადეკვატურ რეაქციას.
XS
SM
MD
LG