Accessibility links

logo-print

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კალაძის სარჩელი


თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კახა კალაძის სარჩელი, რომელიც უკავშირდება თითქმის 17 მილიონი ლარით მის დაჯარიმებას. მანამდე სააპელაციო სასამართლომ ასევე უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს დაეკისრა 20 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა. ივანიშვილი და კალაძე პირადი საბანკო ანგარიშებიდან თანხების გატანისა და მათ დაბრუნებაზე უარის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. დღესვე თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც 16 პირის დაჯარიმების შესახებ. ისინი, მათ შორის ბანკ „ქართუს“ რვა თანამშრომელი, აუდიტის სამსახურმა კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ თანხის უკანონოდ შემწირველად მიიჩნია. დაჯარიმებული პირების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ, რადგან მათი შეფასებით, მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეს უტყუარი მტკიცებულებები.
XS
SM
MD
LG