Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი უარყოფს ცნობებს სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „პროვოკაციას“ უწოდებს გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, თითქოს 2011 წელს უკრაინას სომხეთისთვის მიეყიდოს სარაკეტო-გამშვები დანადგარები და მობილური სარაკეტო სისტემები. საგარეო უწყების პრესმდივანმა ალექსანდრ დიკუსაროვმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა ზედმიწევნით იცავს როგორც გაეროსა და ეუთოს წინაშე ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე ეროვნულ კანონმდებლობასაც. დღესვე აზერბაიჯანის მედიის ცნობები უარყო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც.
XS
SM
MD
LG