Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან მოკლეს ავღანელი მესაზღვრე


აღმოსავლეთ ავღანეთის კუნარის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი ავღანელი მესაზღვრე დაიღუპა მას შემდეგ, რაც პაკისტანის საზღვართან მდებარე ბლოკ-საგუშაგოს პაკისტანის ტერიტორიიდან გაუხსნეს ცეცხლი საარტილერიო დანადგარებიდან და ნაღმსატყორცნებიდან. ავღანელებმა ცეცხლს ცეცხლითვე უპასუხეს. მანამდე ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ორსაათიანი ორმხრივი სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბოლო თვეებში ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. ქაბული ამტკიცებს, რომ პაკისტანის უშიშროების ძალებმა არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი ავღანეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებს.
XS
SM
MD
LG