Accessibility links

ეგვიპტის პრეზიდენტმა განთავისუფლებული გენერლები მედლებით დააჯილდოვა


ეგვიპტის პრეზიენტმა, მუჰამად მორსიმ, დღეს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო გადასცა ორ სამხედრო მაღალჩინოსანს, რომლებიც კვირას პენსიაში გაუშვა. სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა კაიროში, პრეზიდენტის სასახლეში გამართული ცერემონია, რომელზეც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჰუსეინ ტანტავიმ და გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, სამი ანანმა, მურსისგან მედლები მიიღეს. გადაცემულ კადრებში ტანტავიმ - რომელიც ჰოსნი მუბარაქის მთავრობაში 20 წლის განმავლობაში მსახურობდა თავდაცვის მინისტრად, ხოლო მუბარაქის ამბოხებით დამხობის შემდეგ ქვეყნის დროებით მმართველ სამხედრო საბჭოს ედგა სათავეში - მორსის სამხედრო სალამი მიუძღვნა და იღიმებოდა. ეს ტანტავის და ანანის პირველი გამოჩენა იყო საზოგადოების წინაშე მას შემდეგ, რაც კვირას სამხედრო სტრუქტურებში მოულოდნელი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ორი გენერლის პენსიაში გაშვების გადაწყვეტილებამ ბიძგი მისცა ვარაუდებს ისლამისტ პრეზიდენტსა და სამხედროებს შორის დაძაბულობის ესკალაციის თაობაზე. ორშაბათს მორსიმ ორივე გენერალი პრეზიდენტის მრჩევლებად დანიშნა.
XS
SM
MD
LG