Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ექს-პრემიერი: ასადის რეჟიმი ქვეყნის ტერიტორიის 30 პროცენტს თუ აკონტროლებს


სირიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რიად ჰიჯაბის მტკიცებით, ამ ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ერთგული ჯარი სირიის ტერიტორიის 30 პროცენტს თუ აკონტროლებს. იორდანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე იქ გაქცეულმა და ოპოზიციის მხარეზე გადასულმა ჰიჯაბმა განაცხადა, რომ ასადის რეჟიმმა კრახი განიცადა როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური და მორალური თვალსაზრისით, და მისი დამხობა გარდაუვალია. ჰიჯაბმა ასადის რეჟიმს „ღმერთის მტრები“ უწოდა და სხვა ოფიციალურ პირებსაც მოუწოდა ოპოზიციის მხარეს გადასვლისკენ. ამასობაში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი, ვალერი ამოსი დამასკში ჩავიდა. ვიზიტის დროს ის განიხილავს სირიაში ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ სიტუაციას, რომელიც სულ უფრო უარესდება. გაეროს შეფასებით, მეზობელ ქვეყნებში 150,000-ზე მეტი სირიელი ლტოლვილი იმყოფება. ასადის საგანგებო წარმომადგენელი, ბუთაინა შააბანი, დღეს ჩინეთში ჩავიდა. ჩინეთმა და რუსეთმა რამდენჯერმე დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოს მცდელობა სირიისთვის მკაცრი სანქციები დაეწესებინა.
XS
SM
MD
LG