Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში უმკაცრესი ანტი-ნიკოტინური კანონი ამოქმედდება


ავსტრალია მსოფლიოში უმკაცრესი ანტი-ნიკოტინური კანონის ამოქმედებას აპირებს. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს უკრძალავს თავიანთი ნაწარმის კოლოფებზე კომპანიის სიმბოლოების, ფერებისა და ლოგოების დატანას. ამ აკრძალვის მიზანია თამბაქო ნაკლებად მიმზიდველი იყოს მყიდველებისთვის. თამბაქოს კომპანიები ჩივიან, რომ ამით მათი ინტელექტუალური საკუთრების უფლება ირღვევა და სავაჭრო ნიშნები უფასურდება. კანონი ძალაში დეკემბრიდან შევა და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა ერთი ფერის იქნება. შეფუთვაზე აუცილებელი იქნება ნიკოტინის მავნებლობის შესახებ ცნობის დატანა.
XS
SM
MD
LG