Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი პაკისტანის ლიდერებს ავღანეთის ტერიტორიაზე შეტევების შეჩერებას სთხოვს


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პაკისტანის პრეზიდენტს ასიფ ალი ზარდარის სთხოვა, შეწყდეს იერიშები ავღანეთის ტერიტორიებზე. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზარდარი და კარზაი სამშაბათს მექაში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში კულუარებში შეხვდნენ ერთმანეთს. კარზაიმ ზარდარის უთხრა, რომ პაკისტანის მხრიდან ავღანეთის საზღვრისპირა ტერიტორიის დაბომბვას მეტად უარყოფითი გავლენა აქვს პაკისტანისადმი ავღანეთის დამოკიდებულებაზე. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, - ისე, რომ დეტალებზე არ არის საუბარი, - ნათქვამია, რომ პაკისტანის დელეგაციამაც ისაუბრა საზღვრისპირა პრობლემებთან დაკავშირებულ თემებზე. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ ჩამოაყალიბებენ ერთობლივ დელეგაციას, რათა ეწვიონ საზღვრისპირა ტერიტორიებს და გამოიძიონ ერთმანეთის ტერიტორიების დაბომბვის შემთხვევები.
XS
SM
MD
LG