Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანახმად, კალაძის მიმართ სააღსრულებო წარმოება ჯერ არ არის იძულებითი ხასიათის


კახა კალაძის მიმართ სააღსრულებო წარმოების დაწყებას ადასტურებს აღსრულების ეროვნული ბიურო, თუმცა, მისი ინფორმაციით, ეს იძულებითი პროცესი არ არის. ბიუროს განცხადებით, სააღსრულებო პროცესი იძულებით ხასიათს კახა კალაძისთვის ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად დაწესებული 7-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს.
XS
SM
MD
LG